ეს 5 რამ არ უნდა გააკეთოთ არავითარ შემთხვევაში და არანაირ სიტუაციაში!
არ დაეხმაროთ ფინანსურად
რაც არ უნდა წუწუნებდეს ფინანსურ პრობლემებზე, არ უნდა ეცადოთ ფულით მის დახმარებას და ამ მიზნით, მაგალითად, დამატებითი სამუშაოს მოძებნას. ეს დიდი შეცდომა იქნება. ამით უკვე ბევრი ქალი დაზარალდა.
არ აჩუქოთ ძვირფასი ნივთები
ეს სამუდამოდ დაივიწყეთ! უმჯობესია, აჩუქოთ სითბო, ნდობა, აღფრთოვანებული მზერა. ნუ ეცდებით მამაკაცის გაოცებას ძვირფასი საჩუქრებით. ამით მას თქვენი ურთიერთობიდან მუდმივად სარგებლის მიღების მოლოდინი ექნება.
არ უსმინოთ მის წუწუნს და არ შეიცოდოთ
მამაკაცებს უყვართ ქალებთან წუწუნი, თანაც – მხოლოდ ქმრებს არა. ქალები კი ფიქრობენ, რომ თუკი მამაკაცის პრობლემებს თანაგრძნობით მოისმენს, ამით ურთიერთობას კიდევ უფრო გააღრმავებს.
ქალის შემთხვევაში მართლაც ასეა, მაგრამ მამაკაცებთან ეს არ მუშაობს. მამაკაცი ყოველთვის მოირბენს თქვენთან, როგორც მაშველ რგოლთან, როცა ცხოვრებისეული პრობლემები ექნება. აი, დროის გასატარებლად და გასართობად კი სხვაგან წავა.
უბრალოდ, მიეცით დრო და შეეშვით. ის თვითონ გაუმკლავდება თავის პრობლემებს. თანაც რაც უფრო მშვიდი იქნებით, ისიც უფრო სწრაფად მოაგვარებს თავის საქმეებს და საკუთარ შესაძლებლობებშიც უფრო დარწმუნდება.
როცა ქმარი თავის სირთულეებზე გიყვებათ, დაუსვით კითხვები ცნობისმოყვარე ადამიანის პოზიციიდან. თქვენს შეკითხვებში უნდა ჩანდეს, რომ გჯერათ მისი ნებისყოფის, ძალის და ინტელექტის. მაგალითად, ჰკითხეთ: როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება? რას ფიქრობ, არსებობს ამ სიტუაციიდან გამოსვლის ვარიანტები? რა შეიძლება გააკეთოს ამ სიტუაციაში?
ამით აჩვენებთ, რომ მხარს უჭერთ და გწამთ, რომ თავად შეუძლია, იპოვოს გამოსავალი. მამაკაცს ძალიან სჭირდება ცხოვრებისეული სირთულეები, გაკვეთილები, პრობლემები – სწორედ ეს არის გასაღები მისი პიროვნებად და ნამდვილ მამაკაცად ჩამოყალიბებისთვის.
არ მისცეთ რჩევები და რეკომენდაციები
ესეც დაივიწყეთ! რომც გკითხოთ, როგორ მოვიქცეო, უნდა უთხრათ, რომ ეს მან უკეთ იცის. როცა რჩევას აძლევთ, ამით პასუხისმგებლობას იღებთ საკუთრარ თავზე. მოდით, პასუხისმგებლობა მამაკაცს დაუტოვეთ, ეს მას უფრო სჭირდება.
არ სცადოთ მისი სულიერად აღზრდა
ბევრ ქალს აქვს ჩვევად, მამაკაცს ურჩიოს გარკვეული ლიტერატურის წაკითხვა, აიძულოს ვიდეოლექციების მოსმენა, მოუყვეს წარმატებული ადამიანების მაგალითები. ეს საპირისპირო შედეგს გამოიღებს.
გაცილებით ეფექტური ექნება, თუკი თქვენ თავად იქნებით ბედნიერი, ხალისიანი და „მოციმციმე“.
თუკი თქვენ გადაწყვეტთ, რომ მისი გურუ გახდეთ და რაღაცები ასწავლოთ, იგი ნამდვილად დაგაფასებთ, ოღონდ – როგორც მასწავლებელს და შეიძლება, სამუდამოდ დაივიწყოს, რომ თქვენ ქალი ხართ.
ნუ მოახდენთ მამაკაცზე ზეწოლას თქვენი ინტელექტით.
გახსოვდეთ!
სწორი მიდგომაა: ის ყველაფერს თავად გაუმკლავდება. მე კი მოხარული ვიქნები, თუკი ამაში ჩემი ქალური საწყისით დავეხმარები;
არასწორი მიდგომაა: ის უჩემოდ დაიღუპება. მხოლოდ მე შემიძლია მისი გადარჩენა; თუკი ასე იფიქრებთ, როგორც კი ერთი ორმოდან ამოიყვანთ, იგი მაშინვე მეორე ორმოში ჩავარდება და ასე დაუსრულებლად.
კომენტარები