სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების რისკი ყოველთვის არსებობს, ჩვენი ქვეყანა ამას თავს ვერ აარიდებს,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი თქმით, მიმდინარეობს აქტიური ტრენინგები, იმ პერსონალისთვის, ვისაც უწევს კორონავირუსითინფიცირებულ პაციენტებთან მუშაობა.
„მარაგები, რომლებიც შემოვა ქვეყანაში იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ყველა დონეზე, დაწყებული პირველადი ჯანდაცვის ექიმიდან, დასრულებული რეანიმაციული განყოფილების პერსონალით, რომელიც არის ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ იყოს შესაბამისად მომარაგებული ამ საშუალებებით.
მიმდინარეობს ძალიან აქტიური ტრენინგი, იმ პერსონალის ვინც მუშაობს კორონავირუსითინფიცირებულებთან“,- აცხადებს თამარ გაბუნია.
კომენტარები