პოტენციურ პარტნიორთან შეხვედრისას, ალბათ, ბევრი ჩვენგანი უნებურად ცდილობს, მისი დაბადების თარიღი გაარკვიოს. რადგანაც, როგორც ასტროლოგები ამბობენ, ზოდიაქოს კონკრეტულ ნიშანს ხასიათის თავისებურებები აქვს და არიან ისეთები, რომელთა თვისებები კატეგორიულად არ შეესაბამება ერთმანეთს. ამიტომაც, თუკი ისინი დაწყვილებასა და ცხოვრების ერთმანეთთან დაკავშირებას გადაწყვეტენ, ამ შეუთავსებლობის გამო, შესაძლოა, წარუმატებლობა შეხვდეთ და ურთიერთობის აწყობა ვერ მოახერხონ:
ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)
ყველაზე ცუდი პარტნიორი: ვერძი
ქარიზმატულ ვერძს ურთიერთობებში ყოველთვის სიკაშკაშე, მხიარულება და ვნება სურს. ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, რომ ის ცდილობდეს მსგავსი თვისებები იმ ადამიანებში აღმოაჩინოს, რომლებიც მას ჰგვანან. მაგრამ, სამწუხაროდ, ორი ვერძის კავშირი სრულიად ხანმოკლეა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ადრე თუ გვიან, ურთიერთობები ჩვეულებრივ რბოლად გადაიქცევა, სადაც ორივე ლიდერობის უფლებისთვის იბრძვის. ამ ნიშნის წარმომადგენლებმა დათმობა და კომპრომისზე წასვლა არ იციან, ამიტომ ერთმანეთს მუდმივად შეეჯიბრებიან, დაშორდებიან, თანაც ისე მტკივნეულად, რომ ჭრილობების მოშუშებას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება.
კურო (20 აპრილი – 20 მაისი)
ყველაზე ცუდი პარტნიორი: მშვილდოსანი
შრომისმოყვარე და პასუხისმგებლიანმა კუროებმა არ იციან, როგორ უნდა მიიღონ იმპულსური გადაწყვეტილებები და მით უმეტეს, როგორ უნდა იყვნენ არასტაბილურ ურთიერთობაში. ისინი კომფორტს, თანმიმდევრულობას და პროგნოზირებადობას აფასებენ და ხშირად, ხმაურიან წვეულებებს სახლში, თბილ გარემოში შეკრებას ამჯობინებენ. სიმშვიდე უყვართ და როგორც წესი, ყველაფერი გეგმის მიხედვით აქვთ აწყობილი. იმპულსური, თავგადასავლების, მხიარულებისა და წვეულებების მოყვარული მშვილდოსანი კი ამ თვისებების საპირისპიროა. უყვართ მოგზაურობა, გეგმების შეცვლა, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება. ამიტომაც, ეს ორი ნიშანი თითქმის ვერასდროს უგებს ერთმანეთს.
ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი)
ყველაზე ცუდი პარტნიორი: მორიელი
მორიელებს, როგორც წესი, სხვადასხვა საკითხის მიმართ თავიანთი, ურყევი შეხედულებები და წესები აქვთ და არ აპირებენ, რაიმე შეცვალონ. მათ პარტნიორის გაკონტროლება უყვართ და მუდმივად ისწრაფვიან, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდეს. თავისუფლების მოყვარულ ტყუპებს კი მსგავსი დამოკიდებულება არ მოსწონთ. ბევრ საკითხს ისე სიღრმისეულად არ უყურებენ, როგორც მორიელები. ამიტომაც, ღირებულებებისა და ხასიათის აცდენა ხშირად კონფლიქტს იწვევს და ისინი მალევე შორდებიან.
კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი)
ყველაზე ცუდი პარტნიორი: მერწყული
კირჩხიბები ყოველთვის ძლიერი და თბილი ურთიერთობებისკენ ისწრაფვიან, რომლებშიც მათ ექნებათ შესაძლებლობა სიტყვასიტყვით შეერწყან პარტნიორს. ისინი მას პატივისცემით მოეპყრობიან და როგორც ამბობენ, არც ერთ სუნთქვას არ დატოვებენ უყურადღებოდ. ბევრი რომანტიკა, ტაქტილობა, ტკბილეული, თაიგულები – ეს მათთვის ურთიერთობის იდეალური გეგმაა. მაგრამ მერწყულის შემთხვევაში ყველაფერი ზუსტად პირიქითაა. ამ ნიშნის წარმომადგენელთა უმეტესობა ხშირად მარტოობას ამჯობინებს და თავისუფლება განსაკუთრებით მოსწონს. არ უყვართ გრძნობებზე ლაპარაკი, არ სურთ, მუდმივი ყურადღება, რადგანაც თვლიან, რომ ეს მათ ბორკილებს ადებს. ამიტომაც, როგორც წესი, ეს ორი ნიშანი ერთად ყოფნას ვერ ახერხებს.
ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)
ყველაზე ცუდი პარტნიორი: ქალწული
შესაძლოა, უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ თავდაჯერებული, ლიდერული თვისებების მქონე ლომები შინაგანი ენერგიის შევსებას მუდმივად საჭიროებენ. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის ახლოს იყოს ვინმე, ვინც შეახსენებს, რამდენად კარგები არიან. ქალწულებს კი ასეთი რამ არ შეუძლიათ. გრძნობებს ხშირად ვერ გამოხატავენ და არც გადამეტებული შექება უყვართ. მათი კეთილგანწყობის მოპოვება ზუსტად შესრულებული საქმეებითა და დავალებებითაა შესაძლებელი. გაკრიტიკებაც უყვართ და ღიად საუბრობენ იმ ნაკლზე, რასაც ხედავენ. ამიტომაც, დროთა განმავლობაში, ამაყი და თავდაჯერებული ლომი, ქალწულთან ურთიერთობისას საკუთარ თავდაჯერებულობას კარგავს და თავს ცუდად გრძნობს. მათ ხომ შენიშვნების მიღება არ უყვართ და ქალწულს არც იმაში ეთანხმებიან, რომ რაიმეს გამოსწორება სჭირდებათ. ამიტომაც, მათი კავშირი თავიდანვე წარუმატებლობისთვისაა განწირული.
ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)
ყველაზე ცუდი პარტნიორი: სასწორი
ქალწულებისთვის ყველაზე მარტივი ურთიერთობებიც კი პასუხისმგებლობასთან და ერთგვარ საქმესთან ასოცირდება. მათ უბრალოდ არ შეუძლიათ დაისვენონ და გარკვეული საკითხები უყურადღებოდ დატოვონ. ამიტომაც, დღითი დღე ცდილობენ, რომ პარტნიორთან არა ზედაპირული, არამედ ძლიერი, სანდო კავშირი შექმნან. სასწორთან კი ყველაფერი პირიქითაა. ისინი პასუხისმგებლობებსა და სერიოზულ ურთიერთობებს ხშირად გაურბიან. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ გარკვეულ ეტაპზე იმ ადამიანთან, რომელთანაც არიან, თავი კარგად იგრძნონ. არ უყვართ მკაცრი რუტინა და თავისუფლება მოსწონთ. ამიტომაც, როგორც წესი, ეს ორი ნიშანი ერთმანეთს კატეგორიულად ვერ უგებს.
სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)
ყველაზე ცუდი პარტნიორი: ვერძი
სასწორს მშვიდად და კომფორტულად ცხოვრება უყვარს, ევერესტის დაპყრობას არ ცდილობს და კმაყოფილია იმით, რაც იმ მომენტში აქვს. ამიტომ დაუოკებელი ვერძის ტემპერამენტი, მუდმივი მოთხოვნები და აქტიურობა მათთვის ნამდვილი თავის ტკივილი გახდება. სასწორი წვრილმანებს აფასებს, არ აქვს საკუთარი თავის წარმოჩენის დაუძლეველი სურვილი. ვერძი კი პირიქითაა. მუდმივად ყურადღებასა და პარტნიორის მხრიდან განვითარებას ითხოვს. ამიტომაც, ამ ორ ნიშანს შორის ჰარმონიული ურთიერთობის ჩამოყალიბება თითქმის შეუძლებელია.
კომენტარები