• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Sunday 07th August 2022
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • COVID-19
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • საინტერესო
    • ჰოროსკოპი
    • შოუ-ბიზნესი
    • ქალი და მამაკაცი
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტესტები
    • კულინარია
    • სახალისო
    • რელიგია
    • ელ წიგნები

“ყველა დედისთვის მძიმეა შვილის დაკრძალვა” – ჯონ მაკკეინის 106 წლის დედა

“ყველა დედისთვის მძიმეა შვილის დაკრძალვა” – ჯონ მაკკეინის 106 წლის დედა
605 ნახვა

არიზონას შტატის სენატორი, ჯონ მაკკენინი 81 წლის ასაკში გუშინ გარდაიცვალა. ის 2017 წლის შემდგომ თავის ტვინის სიმსივნის მძიმე ფორმას – გლიობლასტომას ებრძოდა.

ენატორის დედა რობერტა მაკკეინი 7 თებერვალს 106 წლის გახდა. ვებგვერდ People-თან მაკკეინების ოჯახის ახლობელი ყვება, რომ რობერტა მაკკეინი შვილის გარდაცვალებას გლოვობს და რომ ის მისი შვილის მემკვიდრეობით ამაყია. “ყველა დედისთვის მძიმეა შვილის დაკრძალვა”- ამბობს მაკკეინების ოჯახის ახლობელი.

რობერტა მაკკეინი 2008 წლის საპრეზიდენტო კამპანიაში აქტიურად იღებდა მონაწილეობას, მაშინ ის 98 წლის იყო.  

ჯონ მაკკეინის მამა ჯონ ს. მაკკეინ ჯუნიორი აშშ-ის საზღვაო ძალების ადმირალი იყო. თავად ჯონ მაკკეინი 1958 წელს აშშ-ის საზღვაო ძალებში ჩაირიცხა, ის გამანადგურებლის პილოტი გახდა. ის ავიამზიდებზე USS Intrepid-სა და USS Enterprise-ზე მსახურობდა. 1967 წლის 27 ოქტომბერს მაკკეინის თვითმფრინავი Douglas A-4 Skyhawk-ი ვიეტნამში, ქალაქ ჰანოის თავზე ჩამოაგდეს. ის მხოლოდ 1973 წლის მარტში გაათავისუფლეს, როდესაც ვიეტნამმა პარიზის სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ხუთწლიანი პატიმრობის განმავლობაში მას აწამებდნენ და არაადამიანურად ეპყრობოდნენ. მას შემდეგ რაც ვიეტნამელებმა შეიტყვეს, რომ მათი პატიმარი აშშ-ის წყნარი ოკეანის სამხედრო ფლოტის ადმირალის შვილი იყო მაკკეინის დროზე ადრე გათავისუფლება გადაწყვიტეს, თუმცა, ჯონ მაკკეინმა ომის სხვა პატიმრებზე ადრე განთავისუფლებაზე უარი თქვა. ვიეტნამის ვეტერანი 1987 წელს აშშ-ის სენატში შევიდა, ის არიზონას შტატს წარმოადგენდა. მაკკეინმა 2008 წელს საპრეზიდენტო არჩევმებში იყარა კენჭი, თუმცა, დემოკრატ ბარაკ ობამასთან დამარცხდა.

რობერტა მაკკეინმა 2014 წელს მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ მან შვილის პატიმრობის წლებს სამშობლოს სიყვარულისა და რწმენის მეშვეობით გაუძლო

კომენტარები

← Previous Next →
Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია