
ბრიტანეთში მოღვაწე ქართველმა მოღერალმა ქეთი მელუამ, ახალი კლიპი გადაიღო, რომელიც ლეგენდარული ამერიკული დუეტის Simon & Garfunkel-ის ცნობილი ჰიტის- “Bridge Over Troubled Water”-ის, განახლებული ვერსიაა.
კომპოზიცია თბილისში, გორის ქალთა კაპელასთან და ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთადაა ჩაწერილი. კლიპი, “Bridge Over Troubled Water”-ი მომღერლის ახალ სტუდიურ ჩანაწერში “Ultimate Collection”-ის კოლექსიას შეემატება.
ნამუშევარში ქეთის სხვადასხვა ალბომში შესული კომპოზიციები, მათ შორის ჰიტები – “Nine Million Bicycles”, “If You Are So Beautiful” და “I Cried for You” იქნება თავმოყრილი.
ამჟამად, ბრიტანელი ქართველი მომღერალი, გორის ქალთა კამერულ ორკესტრთან ერთად, რიგით მეორე, ევროპული ტურნეს გასამართად ემზადება.
ქეთი მელუამ, სასიმღერო კარიერა, 2003 წელს დაიწყო. მუსიკოსი, ორი “Echo Awards”-ის (გერმანიის გრემად წოდებული მუსიკალური ჯილდო) მფლობელია. პოპ ვარსკვლავს, 11 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული.
შეგახსენებთ, რომ ქართველი მომღერალი, 2006 წელს, ჩრდილოეთის ზღვის ქვეშ, 303 მეტრის სიღრმეზე ჩატარებული სოლო კონცერტისთვის, გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა.
კომენტარები