თუ ფიქრობთ, რომ ქერა თმა მხოლოდ ღია ფერის კანის მქონე ადამიანებს აქვთ, ცდებით.
მელანეზიაში, რომელიც ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სოლომონის კუნძულების რეგიონში მდებარეობს, უამრავ ფერადკანიანს შეხვდებით, რომელსაც თითქმის სკანდინავიელების მსგავსი, ღია ქერა თმა აქვს.
მსოფლიოში ფერადკანიან ადამიანებს ბუნებრივი ქერა თმით მელანეზიის გარდა, ვერსად შეხვდებით. მელანეზიაში კი ასეთი უჩვეულო გარეგნობა მოსახლეობის თითქმის 11% აქვს, ამიტომ მეცნიერები რამდენიმე საუკუნეა, მათი საიდუმლოს ამოხსნას ცდილობენ.
დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ მელანეზიელების ქერა თმა ევროპელების მემკვიდრეობაა, რომლებსაც მე-20 საუკუნის დასაწყისში ამ ადგილებში პლანტაციები ჰქონდათ და, სავარაუდოდ, არც ადგილობრივ ქალებთან ურთიერთობაზე ამბობდნენ უარს. თუმცა, ასეთი კავშირების შედეგად მულატები იბადებიან და არა ქერათმიანი ფერადკანიანები.
მაშინ რა ხდება ასე უცნაური მელანეზიაში?
თავად ადგილობრივი მოსახლეობა ამტკიცებს, რომ მათი ღია ფერის თმა ყოველდღიურ რაციონში ზღვის პროდუქტების სიუხვით და მზეზე დიდხანს ყოფნით არის გამოწვეული. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყველაფერი არც ისე მარტივადაა.
საბოლოოდ, მელანეზიელი ქერათმიანების საიდუმლო გენეტიკოსებმა ამოხსნეს. აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი გენეტიკურმა მუტაციამ გამოიწვია, რომელიც ხუთი ათასი წლის წინ ერთადერთ მელანეზიელში მოხდა.
კუნძულის იზოლაციის პირობებში, მუტაციურმა გენმა (TYRP1) ფეხის მოკიდება შეძლო და ამ ადამიანის შთამომავლობაში გაგრძელდა. სწორედ ამიტომ ყველა მელანეზიელ ქერას თმის ერთნაირი შეფერილობა აქვს და არა განსხვავებული ტონები, როგორც ევროპელებს.
ასე რომ, ფერადკანიანი ქერა ადგილობრივი მოვლენაა და ამ საქმესთან არცერთ ევროპელს საერთო არაფერი აქვს.
კომენტარები