
ქართველმა DJ-მ ლაშა ჟორჟოლიანმა, რომელიც Voicedrone-ის სახელით არის ცნობილი, ლონდონში 24-საათიანი კლუბი გახსნა. როგორც თავად ლაშა ჟორჟოლიანი ამბობს, ეს იქნება ლონდონში ეს პირველი კლუბია, რომელიც 600 ადამიანს იტევს და მუსიკა კი შაბათობით 24 საათის განმავლობაში იქნება. ინფორმაციას “კომერსანტი” ავრცელებს.
კლუბს “FOLD”-ი ჰქივა და იქ 24-საათიანი მუსიკალური სესიები შაბათობით გაიმართება, შუა კვირაში კი მუსიკის მოსმენა და ცეკვა მსურველებს ღამის 03:00 საათამდე შეეძლებათ.
ფოტო: Facebook/ DJ Voicedrone
ღამის კლუბის თანადამფუძნებელი სებ გლოვერი ფიქრობს, რომ FOLD-ი არტისტებისა და მსმენელებისთვის ერთგვარ თავშესაფრად გადაიქცევა.
“ჩვენ სხვანაირი მიდგომები გვაქვს და ლონდონში ევროპულ მიდგომას ვნერგავთ. შესაბამისად, ვქმნით ადგილს, სადაც დროის გატარება დიდი ხნით იქნება შესაძლებელი. ჩვენ უსაფრთხო სივრცის შექმნაზე ვართ ფოკუსირებული, რომელიც თავისუფალი იქნება ლონდონის ყოველდღიური ცხოვრების მძიმე წნეხისგან, ხელს შეუწყობს გამოხატვის თავისუფლებას, პოტიზივსა და ინსპირაციას”, – ამბობს სებ გლოვერი.
“ძალიან დიდი გამოხმაურება და მხარდაჭერა მივიღეთ ინგლისიდან, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან, საქართველოდანაც. კლუბში აუცილებლად დაუკრავენ ქართველი არტისტები, BASSIANI-ს შოუქეისთან დაკავშირებით უკვე მოლაპარაკებები გვაქვს”, – თქვა ლაშ ჟორჟოლიანმა.
პირველი საღამო კლუბ “FOLD”-ში 18 აგვისტოს გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ REVIVEHER, Make Me, Test Pressing, Dimensions და EarToGround-ი.
ფოტო: “კომერსანტი”, კლუბი FOLD
კომენტარები