„ხალხნო შევწუხდი! (თორემ არც კი დავწერდი)“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში სტატუსს გიორგი მიქაუტაძის დედა, ნათია მიქაუტაძე ავრცელებს.
Geo Team სოციალურ ქსელში ქართველი ბომბარდირის, დედასთან ერთად გადაღებულ ფოტოს ავრცელებს და თან ურთავს ნათია მიქაუტაძის „ფეისბუქში“ დაწერილი სტატუსის „სქრინს“:
„ხალხნო შევწუხდი! (თორემ არც კი დავწერდი) ქართველები ვართ, ქართველები! გიორგი მიქაუტაძის მშობლები ქართველები არიან, მაშასადამე გიორგი ქართველია, გასაგებია? თუ მაინც და მაინც არ იშლით, დაბადების მოწმობას გავაზიარებ. ვინც გვიცნობს არ გაგიკვირდეთ, ეს მათთვის, ვინც ტვინი წაიღეს (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) გიორგის წარმოშობასა და მის წვერზე, ძალიან დიდი მადლობა, რომ ზრუნავთ მის გარეგნობაზე, მაგრამ არ არის საჭირო! უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ გიორგის გულშემატკივარს თქვენი თბილი და გულწრფელი სიტყვები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და მისთვის“ – წერს გიორგი მიქაუტაძის დედა ნათია მიქაუტაძეს სოციალურ ქსელში.
კომენტარები