ფოტო: shutterstock.com
ქართული ხორბლის კულტურისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებაზე ბრძანება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა გამოსცა.
„არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტისთვის – „ქართული ხორბლის კულტურა (ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები)“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ“ 11 სექტებმერს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.
ქართული ხორბალი რიგით ორმოცდამესამეა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში.
კომენტარები