ხნიერმა ამერიკელმა ქალმა, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში საკუთარ თავს ფერადკანიანად მიიჩნევდა, აღმოაჩინა რომ მისი მშობლები თეთრკანიანები იყვნენ. ამის შესახებ მან თავის ავტობიოგრაფიაში დაწერა.ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.
კადრი: KENS-TV
70 წლის ვერდა ბერდმა, რომელიც წარმოშობით ტეხასის შტატის ქალაქ კონვერსიდან არის, გაიგო, რომ ის ნაშვილებია. „ჩემს დედობილ ედვინა ვაგნერს არასდროს უთქვამს, რომ მან თეთრკანიანი გოგო იშვილა“, – ამბობს ვერდა. სიმართლის დასადგენად მან ბიოლოგიური მშობლების ძებნა დაიწყო.
ქალმა გაარკვია, რომ გაჭირვებულ მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. მისი ნამდვილი სახელი კი ჯანეტ ბიგლი იყო. მისი დაბადებიდან რამდენიმე ხანში, მამამ ოჯახი მიატოვა, დედამ კი მძიმე ტრავმა მიიღო და შვილების რჩენა აღარ შეეძლო. ამ ფაქტის შემდეგ, სახელმწიფო ორგანოებმა ბავშვები გააშვილეს, მათ შორის ჯანეტიც. ხუთი თვის ბავშვი საკმაოდ შეძლებული, ფერადკანიანმა წყვილმა იშვილა, რომელიც კანზასის შტატიდან იყო.
კომენტარები