• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Thursday 19th May 2022
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • COVID-19
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • საინტერესო
    • ჰოროსკოპი
    • შოუ-ბიზნესი
    • ქალი და მამაკაცი
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტესტები
    • კულინარია
    • სახალისო
    • რელიგია
    • ელ წიგნები

„ქალებს რუსი სამხედროები აუპატიურებენ ოკუპირებულ რაიონებში, დევნილებს ქუჩებში ხვრეტენ“ – ზელენსკიმ საფრანგეთის პარლამენტს მიმართა

„ქალებს რუსი სამხედროები აუპატიურებენ ოკუპირებულ რაიონებში, დევნილებს ქუჩებში ხვრეტენ“ – ზელენსკიმ საფრანგეთის პარლამენტს მიმართა
49 ნახვა

„რუსი დამპყრობლები არ ითვალისწინებენ სამხედრო დამნაშავის ცნებას და ახორციელებენ უკრაინის ტერორს“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და დასძინა, რომ უკრაინას მეტი იარაღი მიაწოდონ რუსეთთან წინააღმდეგ ბრძოლაში და რუსეთს კიდევ მეტი ეკონომიკური სანქციები დაუწესონ.

„რუსი სამხედროები არ ასხვავებენ, რომელ ობიექტებს დაარტყან. ისინი ყველაფერს ანადგურებენ – საცხოვრებელ კვარტლებს, საავადმყოფოებს, სკოლებს, უნივერსიტეტებს, წვავენ საკვების, მედიკამენტების საწყობებს. ისინი არ ითვალისწინებენ ისეთ მცნებებს, როგორიცაა სამხედრო დანაშაული, ჟენევის კონვენციის ვალდებულებები. მათ უკრაინის მიწაზე მოიტანეს ტერორი, სახელმწიფო ტერ­ორი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ყველა ფაქტი ხელმისაწვდომია მსოფლიო საზოგადოებისთვის.

„ქალებზე, რომლებსაც რუსი სამხედროები აუპატიურებენ დროებით ოკუპირებულ რაიონებში; დევნილებზე, რომლებსაც დამპყრობლები ხვრეტენ პირდაპირ ქუჩებში; ჟურნალისტებზე, რომლებსაც კლავენ რუსი სამხედროები, მოხუცებულებზე, რომლებმაც ჰოლოკოსტს გაუძლეს, ახლა კი იძულებული არიან ბომბსაფარს შეაფარონ თავი რუსეთის დარტყმების გამო“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, „ევროპას 80 წელია არ უნახავს ის, რაც ახლა ხდება უკრაინაში რუსეთის ქმედებების გამო“ .

„ფრანგულმა კომპანიებმა უნდა დატოვონ რუსეთი და შეწყვიტონ მათი სამხედრო მანქანის დაფინანსება. მათ უნდა შეწყვიტონ ბავშვების მკვლელობის, ქალების გაუპატიურების დაფინანსება. ღირსება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფინანსური სარგებელი. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ“, აღნიშნა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ, ასევე, დასძინა, რომ „ნორმანდიული ფორმატი“, რომელშიც საფრანგეთი მონაწილეობდა, იმედის ნაპერწკალი იყო.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთს მოუწოდა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს.

აღსანიშნავია, რომ უკრაინა და სხვა ქვეყნები დაჟინებით მოითხოვენ რუსეთიდან ევროკავშირში ენერგორესურსების იმპორტის აკრძალვას.

კომენტარები

← Previous Next →
Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია