XX საუკუნის მეორე ნახევარში, არაერთი ქალაქი გაჩნდა და არნახულ ეკონომიკურ წარმატებას მიაღწია. თუმცა, ფაქტია, რომ 1960 წელს, მათ ადგილას მცირე დასახლებები, სოფლები და ზოგ შემთხვევაში, სიცარიელეც კი იყო.
დოჰა, კატარი
კატარმა, დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა 1971 წელს მიიღო. ნავთობის და გაზის დიდი მარაგის გამო, ,,ფორბსმა“ კატარის მოსახლეობას მსოფლიოში უმდიდრესი ერი უწოდა. დოჰას მშენებლობა 1963 წელს დაიწყო, სახელი კი, იმ პროვინციის მიხედვით დაერქვა, სადაც მდებარეობს. კატარი ეკონომიკურად იმდენად ძლიერი ქვეყანაა, რომ ფიფამ, ფეხბურთისთვის შეუფერებელი გარემო პირობების მიუხედავად, მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაც კი მოინდომა. დოჰას მოსახლეობა უკვე რამდენიმე მილიონს შეადგენს და ყოველდღიურად იზრდება.
ინჩეონი, სამხრეთ კორეა
ქალაქი ინჩეონი ჩრ.კორეის საზღვართან ახლოს მდებარეობს. მოსახლეობის რაოდენობა 3 მილიონია და მაცხოვრებელთა სიმრავლით მესამე ადგილასაა სამხრეთ კორეაში. უნდა აღინიშნოს, რომ 1994 წლამდე, ამ ადგილას მხოლოდ წყალი იყო. კორეის მთავრობამ 50 მილიარდი დოლარი გამოყო ქალაქის პროექტისთვის და უკვე სერიოზულ შედეგებსაც მიაღწია. ინჩეონი ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური ქალაქია მსოფლიოში. მისი მშენებლობის დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება.
პუტრაჯაია, მალაიზია
მალაიზიის დედაქალაქი კუალა ლუმპურია, თუმცა, მალაიზიის მთავრობამ, დედაქალაქის განტვირთვის მიზნით, ახალი ქალაქის აშენება გადაწყვიტა და ფედერალური მთავრობაც იქ გადაიტანა. პუტრაჯაია კუალა ლუმპურიდან 15 წუთის სავალზეა, ეს ქალაქი 1995 წელს დაარსდა და ამ დროისთვის, 65000 მაცხოვრებელი ჰყავს.
ასტანა, ყაზახეთი
ყაზახეთმა დამოუკიდებლობა 1991 წელს მოიპოვა. ოთხი წლის შემდეგ, კი მთავრობამ გადაწყვიტა, რომ დედაქალაქი ალმა-ატადან ისტორიულ ქალაქ ცელინოგრადში გადაეტანათ. ქალაქს მალე სახელი შეუცვალეს და ასტანა დაარქვეს. ნავთობიდან მიღებული ფულის წყალობით, ყაზახეთის მთავრობამ, მოახერხა ასტანა თანამედროვე ქალაქად ექცია. მისი მოსახლეობა, დღეისთვის, 700000-ს შეადგენს.
დუბაი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები
დუბაის ისტორია ძალიან ჰგავს დოჰას ისტორიას. ამ ქალაქის მშენებლობაც 1971 წლიდან დაიწყო. ამ ტერიტორიაზე ნავთობი აღმოაჩინეს, ნავთობმა კი, დიდი სიმდიდრე მოიტანა. ქალაქის მოსახლეობა რამდენიმე მილიონს აღწევს. ბოლო 15 წლის განმავლობაში, არაერთი ცათამბრჯენი აშენდა, აქ მდებარეობს მსოფლიოს უდიდესი შენობა ,,ბურჯ დუბაი“. გაოცებას იწვევს სპარსეთის ყურეში აშენებული ხელოვნური კუნძულებიც.
კომენტარები