• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Monday 16th May 2022
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • COVID-19
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • საინტერესო
    • ჰოროსკოპი
    • შოუ-ბიზნესი
    • ქალი და მამაკაცი
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტესტები
    • კულინარია
    • სახალისო
    • რელიგია
    • ელ წიგნები

პუტინმა უკვე წააგო – გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის შტაბის უფროსი, ადმირალი ტონი რადაკინი

პუტინმა უკვე წააგო – გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის შტაბის უფროსი, ადმირალი ტონი რადაკინი
141 ნახვა

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის შტაბის უფროსმა, ადმირალმა ტონი რადაკინმა, განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ხელში ჩასაგდებად კატასტროფული შეცდომები დაუშვა. ამის შესახებ BBC წერს.

ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მიერ გაჩაღებულ ომზე განახლებული ინფორმაცია გააჟღერა.

რადაკინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პუტინი შეცდომაში შეიყვანეს რუსული არმიის სამხედრო ძალასთან დაკავშირებით. ფაქტობრივად, მათ ვერ შეძლეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ახირება – უკრაინის ოკუპაცია განეხორციელებინათ.

ადმირალის თქმით, დიდი ბრიტანეთი იყო „წარმოუდგენლად ფრთხილი“ რუსეთის მიერ კიევიდან ჯარების გაყვანის შესახებ, მაგრამ რადაკინმა აღნიშნა, რომ არსებობს ნიშნები, რომ კრემლი ემზადება თავისი ძალისხმევის ფოკუსირებისთვის უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთზე.

„ჩვენ ვიწყებთ პირველი ნიშნების დანახვას, რომ რუსული ძალები ბრუნდებიან კიევიდან და უკან იხევენ როგორც რუსეთში, ასევე, ბელორუსიაში. ეს თავისთავად რთული მანევრია რუსეთისთვის… უკრაინის შეიარაღებული ძალები თავს დაესხმება რუსებს, როცა ისინი უკან დაიხევენ“, – განაცხადა რადაკინმა.

რადაკინმა, ასევე, დასძინა, რომ მომავალი კვირები ძალიან რთული იქნება უკრაინისთვის, თუმცა, მისი თქმით, – „ბევრი თვალსაზრისით, პუტინმა უკვე წააგო … პუტინმა საკუთარ თავს ზიანი მიაყენა კატასტროფული შეცდომების სერიის გამო”.

კომენტარები

← Previous Next →
Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია