• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Sunday 07th August 2022
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • COVID-19
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • საინტერესო
    • ჰოროსკოპი
    • შოუ-ბიზნესი
    • ქალი და მამაკაცი
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტესტები
    • კულინარია
    • სახალისო
    • რელიგია
    • ელ წიგნები

პუტინმა სამოქალაქო ობიექტების დაბომბვის ბრძანება გასცა – უკრაინის შსს

პუტინმა სამოქალაქო ობიექტების დაბომბვის ბრძანება გასცა – უკრაინის შსს
72 ნახვა

რუსული ძალების მიერ  სამოქალაქო ობიექტების მიზანმიმართული დაბომბვის ბრძანება პირადად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გასცა. ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრმა დენის მონასტირსკიმ განაცხადა. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

მინისტრის ინფორმაციით, 2 დღეში რუსებმა 100 ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს, რომლებიც, ძირითადად, სამოქალაქო ობიექტებს მოხვდა.

სარაკეტო იერიშის ბოლო ასეთ ფაქტს, რომელიც პოლტავის ოლქის ქალაქ კრემენჩუგში მოხდა, 18 ადამიანი ემსხვერპლა და 60 დაიჭრა. მონასტირსკის თქმით, „ამსტორის“ სავაჭრო ცენტრის მახლობლად არანაირი სამხედრო ობიექტი არ არის.

„კრემლის მიზანია უკრაინელების ფიზიკური განადგურება“, – განაცხადა მონასტირსკიმ.

მისი თქმით, სავაჭრო ცენტრში სარაკეტო დარტყმის დროს 1000-მდე ადამიანი იმყოფებოდა და დაღუპულთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს.

„სპეციალურად არჩევენ ისეთ ობიექტებს, სადაც ბევრი ადამიანი იმყოფება და მათ სძინავთ. საუბარია მჭიდროდ დასახლებულ საცხოვრებელ კვარტლებზე. პუტინმა გასცა პირდაპირი ბრძანება, რომ უკრაინაში სამოქალაქო ობიექტები დაიბომბოს“, – ამბობს მინისტრი.

კრემენჩუგში მდებარე სავაჭრო ცენტრი 27 ივნისს დაიბომბა. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რაკეტა სტრატეგიულმა ბომბდამშენმა „ტუ-22-“მა კურსკის ოლქიდან გაუშვა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამას ევროპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ტერორისტული აქტი უწოდა.

კომენტარები

← Previous
Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია