კრემლში პუტინის მორიგი, მეხუთე ინაუგურაცია მიმდინარეობს. ოპოზიციისა და კრიტიკული აზრისგან დაცლილი და სტერილური არჩევნების შემდეგ, რუსეთის დიქტატორმა კიდევ ერთხელ დადო ფიცი მოოქროვილ დარბაზში, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა მისი ხელისუფლება სრულ საერთაშორისო იზოლაციაშია. ინაუგურაციას არ ესწრება ევროპული სახელმწიფოების დელეგაცია.
პუტინის ფიცი:
“ვფიცავ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის უფლებამოსილებების განხორციელებისას პატივ ვცემ და დავიცავ ადამიანისა და მოქალაქის უფლებებსა და თავისუფლებები, რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციას, სახელმწიფოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, მის უსაფრთხოებასა და მთლიანობას. ვფიცავ, რომ ერთგულად ვემსახურები ხალხს.
ამ საპასუხისმგებლო მომენტში მინდა მადლობა გადავუხადო რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს, ჩვენი ისტორიული მიწების მაცხოვრებლებს, რომლებმაც დაიცვეს თავიანთი უფლება, რომ ყოფილიყვნენ სამშობლოსთან ერთად. მინდა ქედი მოვიხარო სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეების წინაშე, ყველას წინაშე, ვინც მამულისთვის იბრძვის. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ნდობისა და მხარდაჭერისთვის.
პირობას გაძლევთ, რომ რუსეთის ხალხების უსაფრთხოება და ინტერესები ჩემთვის კვლავაც ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება. მილიონობით ადამიანის კონსოლიდირებული ნება კოლოსალური ძალა და იმის დადასტურებაა, რომ რუსეთის მომავალს ჩვენ თავად განვსაზღვრავთ. ეს დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ქვეყანა სერიოზული გამოცდების წინაშე დგას. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ღირსეულად გავივლით ამ რთულ და გარდამტეხ პერიოდს, გავხდებით უფრო ძლიერები და აუცილებლად განვახორციელებთ შორს მიმავალ გეგმებს.დარწმუნებული ვარ, რომ მრავალსაუკუნოვანი ოჯახური ტრადიციების დაცვა მომავალშიც გააერთიანებს სამოქალაქო და რელიგიურ გაერთიანებებს, პოლიტიკურ პარტიებსა და ხელისუფლების ყველა ფენას.” შეგახსენებთ, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 15-17 მარტს გაიმართა. ცესკოს მონაცემებით, ოქმების 100%-იანი დათვლით, პუტინმა ხმების 87,28% მიიღო.
კომენტარები