• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Wednesday 31st May 2023
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტაბლოიდი
    • შოუ-ბიზნესი
    • ჰოროსკოპი
    • საინტერესო
    • კულინარია
    • ქალი და მამაკაცი
    • ტესტები
    • სახალისო
    • ელ წიგნები

პუტინის მრჩეველი ანატოლი ჩუბაისი თანამდებობიდან გადადგა – Bloomberg

პუტინის მრჩეველი ანატოლი ჩუბაისი თანამდებობიდან გადადგა – Bloomberg
122 ნახვა
0 shares
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მრჩეველი ანატოლი ჩუბაისი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ rbc.ru სააგენტო Bloomberg-ზე დაყრდნობით იუწყება.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, ჩუბაისმა რუსეთი დატოვა. ეს ცნობები ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით გავრცელდა, თუმცა ჩუბაისის ახლობლები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

„არ ვიცი, მე საქმის კურსში არ ვარ“, – განაცხადა ანატოლი ჩუბაისის ძმამ იგორ ჩუბაისმა.

rbc.ru-მ შესაბამისი შეკითხვა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანს დიმიტრი პესკოვს და ანატოლი ჩუბაისის ოფიციალურ წარმომადგენელს გაუგზავნა.

ანატოლი ჩუბაისი ცნობილია, როგორ რუსეთში 1990-იან წლებში ჩატარებული ეკონომიკური რეფორმების ერთ-ერთი იდეოლოგი და ხელმძღვანელი, 2000-იანი წლების ელექტროენერგიული სისტემის რეფორმის ერთ-ერთი ავტორი.

ჩუბაისი 1991 წლის ნოემბერს დაინიშნა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კუთვნილების მართვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარედ. ხოლო 1992 წლის 1-ელ ივნისს რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილედ ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებში.

კომენტარები

← Previous Next →

Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია

Adam's Media