რუსეთი ნატოსთან ომს არ აპირებს, ეს უბრალოდ სისულელეა, სამხედრო ხარჯებში განსხვავება დიდია, – აღნიშნულის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტვერის ოლქში მფრინავებთან საუბრისას განაცხადა.
„2022 წელს შეერთებული შტატების სამხედრო ხარჯები 811 მილიარდი დოლარი იყო, ხოლო რუსეთის ფედერაციის 72 მილიარდი… ვაპირებთ თუ არა ნატოსთან ბრძოლას ამ თანაფარდობით? არა, რა თქმა უნდა. სისულელეა“, – განაცხადა პუტინმა.
პუტინის თქმით, რუსეთი ნატოს საზღვრებისკენ არ მიდის.
„ამიტომ, რასაც ამბობენ, რომ ჩვენ თითქოს უკრაინის შემდეგ ევროპაზე ვაპირებთ შეტევას, არის სრული სისულელე და საკუთარი მოსახლეობის დაშინების მცდელობა“, – აცხადებს პუტინი.
კომენტარები