• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Thursday 19th May 2022
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • COVID-19
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • საინტერესო
    • ჰოროსკოპი
    • შოუ-ბიზნესი
    • ქალი და მამაკაცი
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტესტები
    • კულინარია
    • სახალისო
    • რელიგია
    • ელ წიგნები

პუტინი ყირიმის რუსეთად ცნობას, ზელენსკის მთავრობის დამხობას, უკრაინის ნეიტრალიტეტს ითხოვს

პუტინი ყირიმის რუსეთად ცნობას, ზელენსკის მთავრობის დამხობას, უკრაინის ნეიტრალიტეტს ითხოვს
189 ნახვა

რია ნოვოსტის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს უთხრა, რომ “უკრაინაში სიტუაციის დარეგულირებისთვის” რუსეთი მოითხოვს:

  • ყირიმზე რუსეთის სუვერენიტეტის ცნობას
  • უკრაინის სახელმწიფოს დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას [ანუ, ამჟამინდელი მთავრობის დამხობას. რედ.]
  • უკრაინის ნეიტრალური სტატუსის უზრუნველყოფას.

დღესვე, 28 თებერვალს უკრაინა-ბელარუსის საზღვართან რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა, რომელიც ექვს საათს გრძელდებოდა. პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, მიხეილ პოდოლიაკის თქმით, “მხარეებმა განსაზღვრეს პრიორიტეტული თემები, რაზეც გამოიკვეთა გარკვეული გადაწყვეტილებები”.

მოლაპარაკებების მონაწილეები საკუთარ დედაქალაქებში ბრუნდებიან ამ გადაწყვეტილებათა რეზულტატებზე სამსჯელოდ.

“მოვილაპარაკეთ, რომ შედგება მეორე რაუნდი” – აღნიშნავს პოდოლიაკი.

უკრაინის დელეგაცია მოლაპარაკებებისთვის უკრაინა-ბელარუსის საზღვართან დილით ჩავიდა. მთავარი მოთხოვნა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და რუსული ჯარების გაყვანა იყო.

კომენტარები

← Previous Next →
Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია