• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Monday 02nd October 2023
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტაბლოიდი
    • შოუ-ბიზნესი
    • ჰოროსკოპი
    • საინტერესო
    • კულინარია
    • ქალი და მამაკაცი
    • ტესტები
    • სახალისო
    • ელ წიგნები

პუტინი: ომი ჩვენ არ დაგვიწყია, ნატომ მოატყუა რუსეთი, როცა პირობა დადო, რომ აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა

პუტინი: ომი ჩვენ არ დაგვიწყია, ნატომ მოატყუა რუსეთი, როცა პირობა დადო, რომ აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა
56 ნახვა
0 shares
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უპილოტო საფრენი აპარატებით მოსკოვზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას გამოეხმაურა.

„მოსკოვის საჰაერო თავდაცვის სისტემა ნორმალურად მუშაობდა, დამაკმაყოფილებლად, თუმცა ეს მთავარი საკითხი არ არის. უკრაინა ცდილობს, დააშინოს რუსეთის მოქალაქეები, ეს ტერორისტული აქტივობის ნიშანია“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინასთან ომის დაწყების მიზეზებზეც ისაუბრა და მომხდარში ნატო დაადანაშაულა.

„ჩვენ არ დაგვიწყია ეს ომი. ტერიტორიას, რომელსაც უკრაინა ერქვა, დასავლეთი აკონტროლებდა. სსრკ-ის დაშლის შემდეგ რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის კონკურენცია გარდაუვალი იყო, მაგრამ ვარაუდობდნენ, რომ ეს ცივილიზებული გზით წარიმართებოდა.

2014 წელს დასავლეთმა უკრაინაში გადატრიალება მოახდინა და დაიწყო ყველას განადგურება, ვისაც შეეძლო რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის დამყარება. უკრაინა თავიდანვე, პირველი ნაბიჯიდანვე უწოდებდა თავს ნეიტრალურ სახელმწიფოს, მაგრამ თანდათან აიღო რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილი ნატოს გზა. ნატომ მოატყუა რუსეთი, პირობა დადო, რომ აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა, ამის მიუხედავად, იგი უკრაინის მიზიდვას ცდილობდა“, – განაცხადა პუტინმა.

კომენტარები

← Previous Next →

Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია