არის დღეები, როცა სულ გინდა ჭამო. ზედმეტი ჭამა კი საზიანოა არა მხოლოდ სხეულის ფორმებისთვის, არამედ ჯანმრთელობისთვის. საბედნიეროდ, არსებობს პროდუქტები, რომლებიც მადას აქვეითებენ. ასეთი საკვები დაბალკალორიულია და კარგად გვანაყრებს. მათი დახმარებით „კუჭს მოატყუებთ“ და ზედმეტს არ შეჭამთ.
1. წითელი თევზი
წითელ თევზში ბევრი სასარგებლო ნივთიერება და ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავაა. ორგანიზმს კარგად ანაყრებს, თან დაბალკალორიულია. იდეალურია, თუ კვირაში ერთხელ მაინც წითელ თევზს მიირთმევთ. მისი დახმარებით განწყობას აიმაღლებთ, ასევე თავიდან აიცილებთ სიმსუქნის და შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს.
2. ჩიას და სელის თესლი
პატარა მარცვლები ანტიოქსიდანტებით და ომეგა 3-ით მდიდარია. ჩია და სელი არეგულირებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას და იმუნურ სისტემას აძლიერებს. პროდუქტის კიდევ ერთი სასარგებლო თვისებაა დიდი რაოდენობით წყლის შეწოვა, რის ხარჯზეც კუჭს ავსებს და მადას ამცირებს.
3. ავოკადო
სასარგებლო ცხიმების და ვიტამინების კიდევ ერთი წყარო. ავოკადო მდიდარია ოლეინის მჟავით, რომელიც სისავსის ხანგრძლივ შეგრძნებას უზრუნველყოფს. საღამოს და ღამით მაცივრისკენ რომ არ გაიქცეთ, სადილზე ნახევარი ნაყოფი მიირთვით.
4. წყალი
ყველამ არ იცის, მაგრამ რაც უფრო ნაკლები სითხეა სხეულში, მით მეტის ჭამა გვინდა. ტვინს უჭირს გაუწყლოების და შიმშილის ნიშნების გარჩევა, ამიტომ სითხის ნაკლებობამ შიმშილის მწვავე გრძნობა შეიძლება გამოიწვიოს. თუ ახლახან ჭამეთ, მაგრამ ვერ დანაყრდით, წყალი დალიეთ. ასე ტვინს მოატყუებთ და ნაკლებს მიირთმევთ.
5. ქოქოსის კარაქი
ქოქოსის კარაქი იმუნიტეტს აძლიერებს, ქოლესტერინის დონეს ამცირებს, ნივთიერებათა ცვლას და ორგანოების ჯანმრთელობას აუმჯობესებს. ყველაფერი ცხიმების, რკინის და თუთიის წყალობით. დროდადრო ცოტა ქოქოსის კარაქი კერძებს დაუმატეთ მადის დასაქვეითებლად. მთავარია, არ გადააჭარბოთ.
6. კვერცხი
კვერცხი საუკეთესო საშუალებაა მადის შესამცირებლად და ერთ-ერთ ყველაზე ჯანსაღ საუზმედ ითვლება. თუ დილით შემწვარ ან მოხარშულ კვერცხს შეჭამთ, შიმშილის გრძნობას სადილობამდე დაივიწყებთ. კვერცხი შეიცავს ბევრ პროტეინს, რომელიც ორგანიზმს ენერგიით ავსებს და კუნთოვანი მასის შენარჩუნებას ხელს უწყობს.
კომენტარები