სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია ამჯერად კოლუმბიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან. პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ფანტასტიკურ განწყობაზე ჩანდნენ, როცა ისინი სალსასა და ჰიპ-ჰოპის ელემენტებით შექმნილი სპექტაკლების სანახავად ადგილობრივ თეატრში მივიდნენ. მეგან მარკლი თეთრი ფერის მაისურსა და ქვედაბოლოში იყო გამოწყობილი. პრინცი ჰარი კი, ღია ფერის შარვალსა და ცისფერ პერანგში.
მეუღლეებმა სპექტაკლების ინსპირაციით ცეკვაც მოისურვეს და საკუთარი ქორწილის მთავარი ცეკვის გაცოცხლება სცადეს. მათ ექვსი წლის თავზე ქორწილის ცნობილი სცენა გაიმეორეს და ყველას კიდევ ერთხელ დაუმტკიცეს, რომ მათი ურთიერთობა ისევ ისეთი ძლიერი და ურყევია.
კომენტარები