• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Sunday 01st October 2023
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტაბლოიდი
    • შოუ-ბიზნესი
    • ჰოროსკოპი
    • საინტერესო
    • კულინარია
    • ქალი და მამაკაცი
    • ტესტები
    • სახალისო
    • ელ წიგნები

პრინსის ოჯახი მუსიკოსის ექიმს უჩივის

პრინსის ოჯახი მუსიკოსის ექიმს უჩივის
448 ნახვა
8 shares
  • Facebook8
  • Twitter
  • LinkedIn

ამერიკელი მუსიკოსის პრინსის ოჯახი მის ექიმს უჩივის და მომღერლის სიკვდილში ადანაშაულებს. სარჩელი მინესოტას სასამართლოში შევიდა. ოჯახი მიიჩნევს, რომ ექიმმა პრინსს, რომელიც ოპიოიდს მოიხმარდა, სათანადო მკურნალობა არ გაუწია.

“ექიმ მაიკლ შულენბერგს მუსიკოსის სიკვდილში არსებითი როლი ჰქონდა. მან ვერ შეძლო სწორად შეეფასებინა პრინსის მდგომარეობა, დაესვა დიაგნოზი, ემკურნალა და მისთვის ამ დაავადებაზე ინფორმაცია მიეწოდებინა. მოგვიანებით, მან არ იმოქმედა შესაბამისად საიმისოდ, რომ ფატალური შედეგი აერიდებინა თავიდან”, – წერია სარჩელში.

თავად ექიმი ბრალდებებს უარყოფს. ოჯახი მისგან ზიანის სახით 50 ათას დოლარს ითხოვს.

პრინსი 2016 წლის 21 აპრილს, ტკივილგამაყუჩებლის, ფენტანილის გადაჭარბებული დოზით გარდაიცვალა. ის ლიფტში გონებადაკარგული იპოვეს.

გამოძიების მიხედვით, ის წლების განმავლობაში ფიზიკური ტკივილით იტანჯებოდა. მის სახლში სამართალდამცავებმა სხვადასხვა სახის ტკივილგამაყუჩებლები იპოვეს. მტკიცებულებებით გაირკვა, რომ პრინსი ფიქრობდა, რომ ვიკოდინს იღებდა, თუმცა ის სინამდვილეში არასწორ წამალს სვამდა, რომელიც ფენტანილის სასიკვდილო დოზას შეიცავდა.

2018 წლის აპრილში, მუსიკოსის გარდაცვალებიდან 2 წლის შემდეგ, პროკურატურამ განაცხადა, რომ მის სიკვდილში დამნაშავის როლი არ იკვეთებოდა და არ არსებობდა მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ აღნიშნული აბები მუსიკოსს ექიმმა შულენბერგმა გამოუწერა.

 

წყარო:On.ge

კომენტარები

← Previous Next →

Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია