უფლებადამცველი ორგანიზაცია Press Emblem Campaign-ი წერს, რომ 2023 წელი მსოფლიოს მასშტაბით ჟურნალისტებისთვის ყველაზე მომაკვდინებელი წელი იყო ბოლო 10 წლის განმავლობაში.
ორგანიზაციის ცნობით, ღაზას სექტორში 81 ჟურნალისტი დაიღუპა, ხოლო უკრაინაში 4.
„28 ქვეყანაში მოკლული მედიის 140 მუშაკიდან, სულ მცირე, 81 დაიღუპა ღაზას სექტორში 7 ოქტომბრის შემდეგ, ყველა მათგანი პალესტინელი იყო, უმეტესობა მუშაობდა რამდენიმე მედიასაშუალებაში, მათ შორის უცხოურ კომპანიებში. ისინი დაიღუპნენ ისრაელის თავდასხმების დროს, ხშირად საკუთარ სახლებში, მათი ოჯახის წევრებთან ერთად, “ – იტყობინება ორგანიზაცია.
კომენტარები