• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Sunday 07th August 2022
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • COVID-19
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • საინტერესო
    • ჰოროსკოპი
    • შოუ-ბიზნესი
    • ქალი და მამაკაცი
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტესტები
    • კულინარია
    • სახალისო
    • რელიგია
    • ელ წიგნები

პრემიერი: მოგიწოდებთ ვაქცინაციაში აქტიური ჩართულობისკენ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთისა და ახლობლების ჯანმრთელობას

პრემიერი: მოგიწოდებთ ვაქცინაციაში აქტიური ჩართულობისკენ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთისა და ახლობლების ჯანმრთელობას
114 ნახვა

მოგიწოდებთ ვაქცინაციაში აქტიური ჩართულობისკენ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთისა და ახლობლების ჯანმრთელობას. ვაქცინაციაში აქტიური ჩართულობით ვუფრთხილდებით არა მხოლოდ ჩვენს, არამედ ჩვენი ოჯახის წევრებისა და ახლობლების ჯანმრთელობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლანჩხუთის კლინიკაში განაცხადა, სადაც იმუნიზაციის პროცესს გაეცნო.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ვაქცინაციაზე მოსახლეობის მაქსიმალური ხელმისაწვდომობის მიზნით, მათ შორის გეოგრაფიული თვალსაზრისით, შექმნილია მობილური სამედიცინო ჯგუფები, რომლებიც, საჭიროების შესაბამისად, ერთვებიან პროცესებში.

აღნიშნული ჯგუფები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციით უზრუნველყოფენ, ხელმისაწვდომი გახადონ ვაქცინაციის პროცესი იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ვაქცინაციის მოქმედი ცენტრებით სარგებლობას ვერ ახერხებენ.

ირაკლი ღარიბაშვილი ამცრელ ბრიგადებს გაესაუბრა და მოქალაქეების აქტივობით დაინტერესდა. როგორც კლინიკის მენეჯერის მოვალეობის შემსრულებელმა ევგენი ჩიჩუამ აღნიშნა, მოქალაქეების აქტივობა განსაკუთრებით გაზრდილია ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, კლინიკა „მედალფას“ გარდა, იმუნიზაცია მიმდინარეობს ლანჩხუთის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში, ასევე შექმნილია მობილური ბრიგადები, რომლებიც აცრებს სოფლებში, ადგილზე გასვლით ატარებენ. კლინიკაში აცრები ტარდება როგორც ჩაწერით, ისე – წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, ცოცხალი რიგის პრინციპით. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია, ვაქცინაცია სწრაფი ტემპით გაგრძელდეს, ვინაიდან ეს კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა.

კომენტარები

← Previous Next →
Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია