ვხედავთ, რომ საკმაოდ ბევრ მოქალაქეა ჩართული სათამაშო ბიზნესში. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავუზარდოთ გადასახადები ამ ბიზნესს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„აქვე მინდა ერთი მხრივ გაკვირვება გამოვხატო და მეორე მხრივ, ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ სათამაშო ბიზნესის ბრუნვა იზრდება. მე ნამდვილად არ მიხარია, რადგან ძალიან ბევრი მოქალაქე ჯერ კიდევ არის ჩართული სათამაშო ბიზნესში. ცნობისათვის, უბრალოდ ინფორმაცია რომ მოგაწოდოთ, 2022 წელს 28 მილიარდიდან 52 მილიარდამდე გაიზარდა სათამაშო ბიზნესის მთელი ბრუნვა, რაც კატასტროფული მაჩვენებელია. იცით, რომ შარშან გავაკეთეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები როდესაც ავკრძალეთ რეკლამა და 25-წლამდე შევუზღუდეთ ჩვენს მოქალაქეებს სათამაშო ბიზნესში მონაწილეობა. ავტომატურად, მილიონ ხუთასი ათასს შეეზღუდა სათამაშო ბიზნესში მონაწილეობა. ამის მიუხედავად, ვხედავთ, რომ საკმაოდ ბევრი მოქალაქე არის ჩართული სათამაშო ბიზნესში. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავუზარდოთ გადასახადები ამ ბიზნესს და როგორც მოგახსენეთ, დამატებით 400 მილიონი ლარი იქნება 2024 წელს ამოღებული“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
კომენტარები