UFC-ის პირველი ქართვეი ჩემპიონი ილია თოფურია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მოწვევით საქართველოში ჩამოვა. ის საჩემპიონო ქამარს 21 მარტს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე დაგეგმილ საქართველო-ლუქსემბურგის ნაკრების თამაშის წინაც წარადგენს. შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ პირველად საჩემპიონო ქამარი ესპანეთში “სანტიაგო ბერნაბეუზე“ წარადგინა, სადაც ლა ლიგის 26-ე ტურის ცენტრალურ მატჩში მადრიდის “რეალმა” “სევილიას” უმასპინძლა. ილია თოფურია UFC-ის პირველი ჩემპიონი გახდა. ქართველმა მებრძოლმა ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა.
კომენტარები