საქართველოს პრეზიდენტი არის უმძიმეს დღეში, ვინაიდან ის ასრულებს თავის მანდატს. რა თქმა უნდა, ის ხვდება, რომ მისი ეს უფლებამოსილების ვადა იყო წარუმატებელი, – აღნიშნულის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
თეა წულუკიანის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ვერ შეძლო ვერც ერთი იმ პროექტის განხორციელება, რომლის სათავეშიც ჩადგომა მოისურვა.
წულუკიანი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს სურდა, ყოფილიყო გამაერთიანებელი. აღმოჩნდა, რომ ის გამაერთიანებელი კი არა, მისდა სამწუხაროდ, პოლიტიკური ძალების ერთმანეთზე წამკიდებლის ფუნქციას უფრო უკეთესად ასრულებს.
„ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტი არის უმძიმეს დღეში, ვინაიდან ის ასრულებს თავის მანდატს. რა თქმა უნდა, ის ხვდება, რომ მისი ეს უფლებამოსილების ვადა იყო წარუმატებელი. მან ვერ შეძლო ვერც ერთი იმ პროექტის განხორციელება, რომლის სათავეშიც მოისურვა ჩადგომა. მაგალითისთვის შეგვიძლია გავიხსენოთ – მას სურდა, ყოფილიყო გამაერთიანებელი. აღმოჩნდა, რომ ის გამაერთიანებელი კი არა, მისდა სამწუხაროდ, პოლიტიკური ძალების ერთმანეთზე წამკიდებლის ფუნქციას უფრო უკეთესად ასრულებს. მას სურდა ყოფილიყო გარკვეულწილად, ქართული კულტურის პატრონი თუ დედა. ეს არ გამოუვიდა, რადგან ამას სხვა რაღაც, თუ რაღაცები სჭირდება. მას სურდა გარკვეულწილად, ყოფილიყო პედაგოგი, მასწავლებელი თუ ჭკუის დამრიგებელი თითოეული ჩვენგანისთვის და ესეც არ გამოუვიდა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
კომენტარები