ჰავაის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პლასტმასის ნაწილაკები გამოყოფენ კლიმატზე მოქმედ აირებს – როგორებიცაა ეთილენი და მეთანი. ამასთან, რაც უფრო ნაკლები ზომისაა ნაწილაკი მით მეტ აირს ათავისუფლებს.
მიჩნეულია, რომ მეთანი კლიმატს ნახშიროჟანგზე მეტ ზიანს აყენებს.
მეცნიერებმა კვლევისას სხვადასხვა სინთეტიკური პოლიმერები გამოიყენეს, როგორიცაა პოლიკარბონატი, აკრილი და პოლიეთილენი. ეს ქიმიური ნაერთები 212 დღის განმავლობაში ულტრაიისფერი სხივების ქვეშ გააჩერეს და შედეგად მივიდნენ დასკვნამდე, რომ რაც უფრო დიდხანს იო პლასტმასი დასხივების ქვეშ, მით მეტ სითბურ აირს გამოყოფდა. ამ მხრივ ყველაზე „პროდუქტიული“ მაინც პოლიეთილენი იყო.
პლასტმასის წარმოება მსოფლიოს მასშტაბით მაინც იზრდება. ბოლო 70 წლის განმავლობაში 8,3 მილიარდი ტონა პოლიმერის წარმოება მოხდა.
კომენტარები