• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Monday 02nd October 2023
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტაბლოიდი
    • შოუ-ბიზნესი
    • ჰოროსკოპი
    • საინტერესო
    • კულინარია
    • ქალი და მამაკაცი
    • ტესტები
    • სახალისო
    • ელ წიგნები

პირველი პაემნის წესები – 12 წუთი პარტნიორის მოსახიბლად

პირველი პაემნის წესები – 12 წუთი პარტნიორის მოსახიბლად
535 ნახვა
8 shares
  • Facebook8
  • Twitter
  • LinkedIn

მოდი ვაღიაროთ, პირველი პაემანი ყოველთვის ნერვიულობის საგანია. განსაკუთრებით დღევანდელ რეალობაში, როდესაც წყვილები ერთმანეთს ინტერნეტში იცნობენ და შემდეგ ურთიერთობა მომდევნო საფეხურზე – შეხვედრაზე გადაყავთ.

ძირითადად ასე ხდება ხოლმე: შედიხარ შეხვედრის ადგილას, ხედავ მამაკაცს, რომელიც ცოტათი წააგავს თავის ფეისბუქ პროფილის ფოტოს და იწყებ მორიდებულად საუბარს იქამდე, სანამ დიალოგი ინტერვიუს არ დაემსგავსება.

ახალი გამოკვლევები იუწყება, რომ პაემნის პირველი 12 წუთია ყველაზე გადამწყვეტი. ასე რომ, ტყუილად ნუ დახარჯავთ დროს. 12 წუთი ზუსტად ის დროა, როდესაც ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას, უნდა თუ არა მის წინ მჯდომ პირთან ურთიერთობის გაგრძელება.

თუ თქვენ იმაზე ნერვიულობთ, თუ როგორ შეგაფასებენ პირველ პაემანზე, იცოდეთ, რომ მარტოხელა ადამიანები, პირველ რიგში აკვირდებიან ღიმილს (64%), თვალებში შეხედვას (58%) და ხმის ტემბრს (25%).

მახასიათებლები, რომლის გამოც შეიძლება დაგიწუნონ, ასე გამოიყურება: არასასიამოვნო სურნელი (59%), ცუდი სუნი პირის ღრუში (53%) და ბილწსიტყვაობა პირველივე შეხვედრისას.

რა თქმა უნდა, საკვირველი არაფერია, ვის მოწონს ცუდი სუნი პირის ღრუში? ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა მოგინდეს, რომ ადამიანს აკოცო? მოკლედ, 12 წუთში უნდა მოასწროთ და მოხიბლოთ ან თავად გადაწყვიტოთ, მოიხიბლეთ თუ არა თქვენი მეწყვილით. როგორც არმოჩნდა, 12 წუთი სრულიად საკმარისია, რომ სწორი არჩევანი გააკეთოთ.

კომენტარები

← Previous Next →

Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია