ამერიკელმა მომღერალმა პინკმა, მსოფლიო ტურნეს Beautiful Trauma-ს ფარგლებში ავსტრალიაში კონცერტი გამართა.
კონცერტის მსვლელობისას, მომღერალმა გოგონა შენიშნა აბრით, რომელზეც ეწერა: “მე მქვია ლეა. ვარ 14 წლის. გასულ თვეში ჩემი ლამაზი დედა გარდაიცვალა… შენი ჩახუტება ახლა ძალიან მჭირდება.. გთხოვ!”.
პინკმა კონცერტი შეაჩერა, მსმენელთა რიგებში ჩავიდა და მგლოვიარე გოგონას ჩაეხუტა.
მოგვიანებით, ლეამ მომღერალთან გადაღებული ფოტო instagram-ზე დადო.
კომენტარები