ცნობილი ესპანელი ფერმწერის, პაბლო პიკასოს ფერწერული ტილო „ქალი საათით“ „სოთბის“ აუქციონზე 139 მლნ. აშშ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
ფერწერული ნამუშევრის საწყისი ფასი 120 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა. ეს ფასის მიხედვით მეორე ნამუშევარია, რომელიც პაბლო პიკასოს ეკუთვნის.
ნახატზე გამოსახულია მხატვრის შეყვარებული, ფრანგი მოდელი მარი-ტერეზ ვალტერი, რომლის შთაგონებითაც პიკასომ სხვა ნამუშევრებიც შექმნა. მან მომავალი შეყვარებული პარიზში 1927 წელს გაიცნო, როდესაც ვალტერი მხოლოდ 17 წლის იყო.
კომენტარები