ფრანგული კინოს ლეგენდა ალენ დელონი 24 აგვისტოს, საკუთარი აგარაკის ეზოში დაკრძალეს. მისი ბოლო თხოვნის შესაბამისად, მსახიობის დაკრძალვის ცერემონიას მხოლოდ ოჯახის წევრები და უახლოესი გარემოცვა დაესწრნენ.
მამის დაკრძალვიდან ორ დღეში ალენ დელონის 33 წლის შვილმა ანუშკამ სოციალურ ქსელში მამის უკანასკნელი ფოტოები გამოაქვეყნა და ემოციური პოსტით დაასათაურა:
„გულში მეყოლები… მიყვარხარ, მხოლოდ შენ იცი რამდენად… ვერასდროს ვიცხოვრებ შენს გარეშე. მე შენ მიყვარხარ და შენ? მამა, მიყვარხარ, მამა“,- წერს ანუშკა.
კომენტარები