ქალაქ სარასოტის მცხოვრებმა შეინ ჰალემ გადაწყვიტა თავისი იახტით ემოგზაურა და თან ძაღლი, მეტსახელად ჰარლი წაეყვანა. ფლორიდის დასავლეთით იახტა ძლიერმა ქარიშხალმა დააზიანა და შეინ ჰალემაც გონება დაკარგა. როცა მას გონება დაუბრუნდა, იახტაზე ძაღლი არ დახვდა. ცხოველი ძლიერმა ტალღამ წყალში გადაადგო.
კაცი სანაპირო დაცვას დაუკავშირდა, რომელთა დახმარებითაც მან სამშვიდობის გააღწია, თუმცა დამტვრეულ იახტაზე მეტად ძაღლის დაკარგვას განიცდიდა.
ძაღლის დაკარგვით დამწუხრებულმა შეინ ჰალემ სოციალურ ქსელში მომხდარის შესახებ დაწერა. ერთი კვირის შემდეგ მას უცნობი გამოეხმაურა და უთხრა, რომ ძაღლი იპოვა. გაირკვა, რომ ძაღლმა ძლიერი შტორმის დროს დაახლოებით ხუთი კილომეტრი გაცურა და ხმელეთამდე მშვიდობით მიაღწია.
კომენტარები