ასტროლოგები თვლიან, რომ 2025 წელი განსაკუთრებული იქნება. წლის მთავარი სიმბოლო ტრანსფორმაციასა და სიახლეებს მხარს განსაკუთრებით უჭერს. ამიტომაც, ბევრ ადამიანს მიმდინარე წლის განმავლობაში ექნება შანსი, რომ საბოლოოდ განახორციელოს ის, რაც ყველაზე მეტად უნდა, მაგრამ აქამდე სხვადასხვა მიზეზით ვერ მოახერხა.
2008 წლიდან ხელახლა დაბადებისა და ტრანსფორმაციის პლანეტა, პლუტონი, თხის რქის ნიშანშია. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დროის განმავლობაში, კირჩხიბისა და თხის რქის ნიშნის წარმომადგენლები ბოლომდე საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობების გამოვლენას ვერ ახერხებდნენ და გრანდიოზულ წარმატებაში სულ რაღაც უშლიდათ ხელს.
ახლა პლუტონი მერწყულის ნიშანში გადადის და კირჩხიბებისა და თხის რქის ნიშნის წარმადგენლებისათვის ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვლება.
2025 წელს ოჯახთან, ახლობლებთან, საყვარელ ადამიანებთან, თანამშრომლებთან კავშირების განმტკიცებას შეძლებთ. გექნებათ კარიერული ზრდისა და წინსვლის შესაძლებლობა. ფინანსურადაც ეს წელი თქვენთვის ძალიან ხელსაყრელია.
2025 წლის ივნისში იუპიტერი ტყუპების ნიშანში გადავა, რაც კირჩხიბებსა და თხის რქებს ძალიან დიდ ენერგიას მიანიჭებს და, ფაქტობრივად, შეგეძლებათ, გააკეთოთ ის, რაც აქამდე გერთულებოდათ და წარმოუდგენელი გეგონათ.
2025 წელი ბევრ საინტერესო ადამიანს გაგაცნობთ. ეს არის პერიოდი, როდესაც შეგიძლიათ, თქვენი ჩვევები საბოლოოდ შეცვალოთ, ისწავლოთ ახალი რაღაცები და განვითარდეთ.
ასტროლოგები ამბობენ, რომ 2025 წელი თხის რქისა და კირჩხიბის ნიშნის წარმომადგენლებისათვის ყველაზე ბედნიერი იქნება და მათი ცხოვრების სხვადასხვა სფერო უკეთესობისაკენ შეიცვლება.
კომენტარები