ფეხსაცმლის რეცხვა სარეცხ მანქანაში სწრაფი და მოსახერხებელია, მაგრამ სანამ საქმეს შეუდგებით, უნდა დარწმუნდით, რომ ფეხსაცმელი შეკერილია მასალისგან, რომელიც უძლებს რეცხვას. მაგალითად, სარეცხ მანქანაში რეცხვისთვის შესაფერისია ბუნებრივი ან ხელოვნური მასალისგან (მაგალითად, ნეილონისგან) შეკერილი სპორტული ფეხსაცმელი.
ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ, რომ სასურველი შედეგი სწრაფად და უდანაკარგოდ მიიღოთ.
- გარეცხვის წინ ფეხსაცმელს ძველი კბილის ჯაგრისის დახმარებით მოაცილეთ ტალახი და ჭუჭყი.
- დარწმუნდით, რომ ფეხსაცმელს არ აქვს ლითონის ელემენტები, რომლებსაც სარეცხი მანქანის დაზიანება შეუძლიათ. თუ შესაძლებელია, მოხსენით ეს ელემენტები.
- თუ ფეხსაცმლის ძირი ოდნავ ამძვრალია, მზად იყავით, რომ გარეცხვის შემდეგ ის კიდევ უფრო აძვრება.
- გირჩევთ ჩასაფენები და ზონარები ცალკე გარეცხოთ, რადგან თუ დატოვებთ, მათ სიახლოვეს ფეხსაცმელზე ჭუჭყი დარჩება.
- სასურველია, ბარაბნის მოძრაობის შესარბილებლად ფეხსაცმელთან ერთად სარეცხ მანქანაში ძველი პირსახოცი ან ფარდაგი ჩადოთ. ასევე სასურველია ფეხსაცმლისთვის სპეციალური ჩანთის გამოყენება (განსაკუთრებით ლითონის ელემენტების ან მარკების შემთხვევაში).
- აირჩიეთ რეცხვის ციკლი – ოპტიმალურია 40 გრადუსი. მოერიდეთ ძლიერი ლაქის ამომყვანების ან სხვა აგრესიული სარეცხი საშუალებების გამოყენებას, რათა ფეხსაცმელი არ დაზიანდეს და ხასხასა ფერი არ დაკარგოს.
- გარეცხვის შემდეგ ფეხსაცმელი სარეცხი მანქანიდან უნდა გამოიღოთ, დეფორმაციის თავიდან ასაცილებლად დაჭმუჭნილი გაზეთით ან სუფთა ქაღალდით შეავსოთ და ჰაერზე გააშროთ. მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს და გამათბობლებს.
სარეცხ მანქანაში არ უნდა გარეცხოთ:
ტყავის ფეხსაცმელი და ჩექმები. ტყავის ფეხსაცმლის გასაწმენდად უმჯობესია სპეციალური საშუალებები გამოიყენოთ.
შალისა და ნატისგან შეკერილი ფეხსაცმლის სარეცხ მანქანაში რეცხვა არ შეიძლება. უმჯობესია ადგილობრივი საწმენდი საშუალებები გამოიყენოთ, რომელთა შეძენაც მაღაზიაში შეგიძლიათ.
კომენტარები