„20 წუთში იწყება ბილეთების გაყიდვა, ფეხბურთი ყველას გვაერთიანებს, როგორც ვიცით და იქნებ ტექნიკური შესვენება გამოვაცხადოთ, თორემ აგერ ვზივარ, UEFA-ს საიტი მაქვს გახსნილი და ვერ მივხვდი, რომელი საქმით დავკავდე.
იქნებ გაითვალისწინოთ ჩემი წუხილი. მთელი პარტია ჩასაფრებულები ვართ“ – ამ წინადადებით პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო რაქვიაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს მიმართა. სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ.
„რაც უფრო ადრე დასვამთ შეკითხვას, მით უფრო ადრე მოვასწრებთ“, – უპასუხა ანრი ოხანაშვილმა.
კომენტარები