ამ ჰაეროვან მაქმანებს ხშირად „დრეზდენის ფაიფურსაც“ უწოდებენ, რადგან მისი დამზადების სააიდუმლო სწორედ ამ ქალაქში, მე-18 საუკუნის დასაწყისში აღმოაჩინეს.
ფაიფურის თოჯინების ყველაზე ცნობილი მწარმოებელი 1760 წელს დაარსებული Volkstedt-ის და 1882
წელს დაარსებული Unterweissbach-ის ქარხანები იყვნენ.
XIX საუკუნის 80-იან წლებში ქარხანაში მუშაობა ანტუან მიულერმა დაიწყო. სწორედ ამ დროიდან იწყება მსოფლიოში ცნობილი ფაიფურის მაქმანებიანი თოჯინების მასობრივი წარმოება.
ძირითადად, ეს იყო ბალერინების, მოცეკვავეების, ულამაზესი ქალბატონების და დახვეწილი კავალერების ფიგურები. უნაზესი სამოსი კი შთაბეჭდილებას უფრო აძლიერებდა.
თოჯინების სამოსის დასამზადებლად ასეთი ტექნიკა ჰქონდათ:
ულამაზეს მაქმანებიან ნაჭერს სპეციალურ ფაიფურის თხელ მასაში დებდნენ, შემდეგ კი ფორმას აძლევდნენ და გამოსაწვავად ღუმელში ათავსებდნენ. ღუმელში ქსოვილის მაქმანი იწვებოდა და ფაიფურის მაქმანი რჩებოდა.
თავდაპირველად, ფაიფურს შედარებით დაბალ ტემპერატურაზე წვავდნენ. შესაბამისად, ფაიფურის მაქმანები იმდენად მყიფე გამოდიოდა, რომ ხელის უბრალო შეხებაზე იშლებოდა. შესაბამისად, იმდროინდელი თოჯინების უმეტესობამ ჩვენს დრომდე ვერ მოაღწია.
უფრო გამძლე მაქმანის დასამზადებლად მოგვიანებით, მწარმოებლებმა პროცესი დახვეწეს და გააუმჯობესეს. საბოლოოდ, ფაიფურის გამოწვის ტემპერატურამ 1300 გრადუსს გადააჭარბა. ასეთ ტექნოლოგიით დამზადებულმა ფიგურებმა უკვე თაობების ხელში გაიარა დაარაფერი ემუქრება.
კომენტარები