პერუმ ეკვადორის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და უსაფრთხოების ძალების მობილიზება განახორციელა. ბრაზილიამ, კოლუმბიამ და ჩილემ ეკვადორის მთავრობას მხარდაჭერა გამოუცხადეს, რომელმაც ქვეყანაში მოქმედი კრიმინალური დაჯგუფებები სამხედრო სამიზნეებად გამოაცხადა.
ეკვადორის ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი ციხიდან გავლენიანი კრიმინალური დაჯგუფების, „ლოს ჩონეროსის“ ლიდერის, ფიტოს გაუჩინარების შემდეგ გამოაცხადა. ამის შემდეგ ქვეყანაში ძალადობრივი მოვლენები განვითარდა.
ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც შეიარაღებული პირები საპორტო ქალაქ გუაიაკილში, ტელევიზიის შენობაში პირდაპირი ეთერის დროს შეიჭრნენ. პოლიციამ ტელეარხზე თავდასხმაში მონაწილე 13 შეიარაღებული პირი დააკავა.
გავრცელებული ცნობებით, თავდასხმების სერიის შედეგად მოკლულია, სულ მცირე, ათი ადამიანი – რვა გუაიაკილში და კიდევ ორი ახლომდებარე ქალაქ ნობოლში.
კომენტარები