პარიზში მოღვაწე ქართველი პედიატრის, ეკა კუციას განცხადებით, ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა. ამის შესახებ მან „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.
„ბავშვებში სუნთქვის გაძნელებას და ხველას ახალი სიმპტომები დაემატა – მაღალი სიცხე, ფაღარათი და მუცლის ტკივილი. ამიტომ ჩვენ მივმართავთ მოსახლეობას, რომ თუ ბავშვს აქვს მაღალი ცხელება, 39-40 გრადუსი, რომელიც 3 დღეზე მეტი გრძელდება, ნუ დაელოდებიან კარანტინის მოხსნას და ექიმს დროულად მიმართონ“, – აღნიშნა პედიატრმა.
კომენტარები