ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. სოფელში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა.
სტიქიის ზონაში იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, რომელიც ხელმძღვანელობს მიმდინარე სამუშაოებს.
შემთხვევის ადგილზე ადგილობრივებიც არიან შეკრებილნი. როგორც ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა განაცხადა, მეწყერში მისი ოთხი მოსწავლეა მოყოლილი.
„პედაგოგი ვარ და მოსწავლეები არიან, ვისაც ეძებენ. საოცარი ბავშვები, შესანიშნავი ახალგაზრდები არიან. ბოლო დრომდე ვერ ვამბობ ვერაფერს, იქნებ უფლის წყალობით რამე მოხდეს, 4 ბავშვზეა საუბარი. ჩამოსული მასის ვიზუალური დათვალიერების შედეგად ისეთი მდგომარეობაა აქ, რომ გადარჩენის შანსი ძალიან დაბალია. იქნებ მოხდეს სასწაული და ცოცხალი ვნახოთ ვინმე“, – აცხადებს ადგილობრივი.
კომენტარები