დღეს კორონავირუსი კიდევ რამდენი მოქალაქეს დაუდასტურდა, რითიც შემთხვევების რაოდენობა 110-მდე გაიზარდა.
ინფიცირებულებს შორის არის მარნეულში მცხოვრები 80 წლის ქალი. მას ჯერ კიდევ გუშინ ექიმებმა პრევენციული გადამოწმების მიზნით სახლში მიაკითხეს, თუმცა არსებული ინფორმაციით, ის მედიკოსებს დაემალა.
დღეს კი შესაბამის სამსახურებს მეზობლებმა მიმართეს და მიაწოდეს ინფორმაცია, რომ 80 წლის ქალს ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები აქვს.
შეტყობინების შემდეგ ასაკოვან ქალს კიდევ ერთხელ მიაკითხეს, აუღეს სინჯები, რის შედეგადაც კორონავირუსი ლაბორატორიულად დადასტურდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 100-ს მიაღწია. ამათგან 18 გამოჯანმრთელდა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4978 ადამიანი, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 266.
კომენტარები