პენსილვანიის შტატში მცხოვრები ჯენი სტეპიენის მამა 16 წლის მოზარდმა მოკლა. მაიკლ სტეპიენი სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც გზაზე 16 წლის უცნობი ბიჭი წამოეწია. მან კაცი ჯერ გაძარცვა და შემდეგ მოკლა. თავდამსხმელს 40 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაიკლის ოჯახმა კი გადაწყვიტა, მოკლული მამაკაცის გული ვინმე არტურ თომასისთვის გადაეცა, რომელიც ამ დროს სიკვდილის პირას იყო.
ეს ამბავი დიდი ხნის წინ, 2006 წლის სექტემბერში მოხდა. გარდაცვლილის გული ნიუ-ჯერსის შტატში მცხოვრებ არტურ ტომასს გადაუნერგეს – მამაკაცს, რომელიც წლების შემდეგ, თავისი დონორის ქალიშვილის ქორწილში მივიდა, რომ პატარძალი საკურთხეველთან მიეყვანა.
„საჭირო ორგანოს დროულად მიღება არც ისე ადვილია, ამიტომ ოპერაციის დასრულებისა და გამოჯანმრთელების შემდეგ გადავწყვიტე მაიკლის ოჯახისთვის მადლობა გადამეხადა” – ამბობს არტურ ტომასი. დონორი ორგანიზაციის წესები, რომლის საშუალებითაც არტურმა ახალი გული მიიღო, დონორ ოჯახებს მიმღებთან დაკავშირების საშუალებას აძლევს. სწორედ ამიტომ, სტეპიენების ოჯახმა გადაწყვიტა არტურთან ურთიერთობა დაემყარებინა. ისინი ერთმანეთს ყოველთვიურად ურეკავდნენ და საშობაოდ და დაბადების დღეებზე მისალოც ბარათებს ცვლიდნენ.
ტრაგედიიდან 10 წლის შემდეგ მოკლული მამაკაცის შვილმა ჯენიმ და მისმა მეგობარმა პოლმა დაქორწინება გადაწყვიტეს. მამის გარეშე დარჩენილმა პატარძალმა იმაზე ფიქრი დაიწყო, თუ ვინ მიიყვანდა საკურთხევლისკენ. “რა კარგი იქნება, თუ მამაჩემის ნაწილი მაინც იქნება ფიზიკურად ჩემს ქორწილში!” – გაიფიქრა ჯენიმ. გოგონამ გადაწყვიტა საკურთხევლამდე მიყვანა არტურისთვის ეთხოვა და მისტერ ტომასიც დათანხმდა.
„ეს იდეა ჯენისთვის საუკეთესო საშუალება იყო, რომ თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს დღეს გვერდით მამის გულის ფეთქვა ეგრძნო და, რა თქმა უნდა, მე დავთანხმდი. მინდა ჯენის ისეთი ბედნიერება ვუსურვო, როგორსაც მამა უსურვებდა თავის ქალიშვილს,“ – თქვა არტურმა.
ნახეთ ვიდეო:
კომენტარები