ინგრედიენტები
- ქათმის ფილე – 200 გ
- სპაგეტი – 300 გ
- ბაზილიკი ან რეჰანი – 1 საშუალო კონა
- ყველი პარმეზანი – 2 ს/კ
- კედრის კაკალი – 2 ს/კ
- ნიორი – 1 კბილი
- ბერძნული იოგურტი – 100 გ
- ზეითუნის ზეთი – 3 ს/კ
- მარილი და პილპილი – გემოვნებით
- კაიენური წიწაკა – გემოვნებით
- ლიმონი – 1/2 ცალი
მომზადების წესები
მოხარშეთ სპაგეტი ადუღებულ მარილიან წყალში. დრო განსაზღვრეთ შეფუთვაზე მოცემული ინსტრუქციის მიხედვით. შემდეგ გადაწურეთ.
სანამ სპაგეტი იწურება, დააბლენდერეთ დაჭრილი ბაზილიკის ფოთლები, ნიორი, კედრის კაკალი, დაუმატეთ იოგურტი, პარმეზანი, 1 ს/კ ლიმონის წვენი, 2 ს/კ ზეითუნის ზეთი, მარილი და პილპილი. ყველაფერი კარგად აურიეთ.
ქათმის ფილეს მოაყარეთ მარილი და პილპილი, ასევე კაიენური წიწაკა. შეწვით ტაფაზე 1 ს/კ ზეითუნის ზეთში. 5-5 წუთი თითოეულ მხარეს. შემდეგ დაჭერით პატარა ნაჭრებად.
შეურიეთ სპაგეტის პესტოს სოუსი, გადაიტანეთ გაშლილ თეფშზე, ზემოდან დაალაგეთ ქათმის შემწვარი ნაჭრები. მორთეთ კერძი ლიმონის ნაჭრებით.
გემრიელად მიირთვით!
კომენტარები