პარლამენტმა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ შესატან ცვლილებას მხარი 81 ხმით დაუჭირა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, 30 ლარამდე მცირდება აქციზის განაკვეთი თამბაქოს ნედლეულის, თამბაქოს ნარჩენების, ჩილიმით მოსაწევი თამბაქოს, „ჰომოგენიზებული“ ან „აღდგენილი“ თამბაქოს, საღეჭი ან საყნოსი (ბურნუთი) თამბაქოს და საგადასახადო კოდექსის 2403 19 („დანარჩენი“) კოდით აღნიშნული თამბაქოს ნაწარმის სახეობაზე.
კომენტარები