დღეს მე მოვაწერე ხელი კანონს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საქართველოში რადიკალიზაციის, პოლარიზაციისა და დეზინფორმაციის შემცირება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ქარტია აერთიანებს ყველა იმ რადიკალურ ჯგუფს, რომელიც2 წელია საქართველოს სხვადასხვა მექანიზმით ექაჩება ომში.
„დღეს მე მოვაწერე ხელი კანონს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საქართველოში რადიკალიზაციის შემცირება, პოლარიზაციისა და დეზინფორმაციის შემცირება, ხოლო სალომე ზურაბიშვილთან დღეს რადიკალური პარტიები მოაწერენ ხელს ქარტიას, რომელსაც სამართლიანად დაერქვა ომის ქარტია.
ქარტია თავის თავში აერთიანებს ყველა იმ რადიკალურ ჯგუფს, რომელიც 2 წელია საქართველოს სხვადასხვა მექანიზმით ექაჩებოდა ომში. ამ პარტიებს მისხალი ძალაუფლებაც რომ ჰქონოდათ და შესაძლებლობა გადაწყვეტილებაზე ზემოქმედების, მათი ჭკუით რომ ემოქმედა საქართველოს ხელისუფლებას, საქართველო გახვეული იქნებოდა ომში, საქართველო იქნებოდა ეკონომიკურად კოლაფსის წინაშე.
აი, ამ პარტიების ომის ქარტიას ეწერება დღეს ხელი. ასე რომ, ცალ მხარეს არის ომის ქარტია და იქ გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა თავისი ნამსხვრევით, მეორე მხარეს არის მშვიდობის, დერადიკალიზაციისა და დეპოლარიზაციის წამხალისებელი კანონი“, – აცხადებს პაპუაშვილი.
კომენტარები