საქართველო დედამიწაზეა და შესაბამისად, რაც დედამიწაზეა, საქართველოშიც ადრე თუ გვიან იქნება. უახლოესი 1 თვე ალბათ, იქნება ის პერიოდი, როდესაც საქართველოში ეს ვირუსი [„ომიკრონი“] დაიწყებს ცირკულირებას, -ამის შესახებდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
„მანამდე, რა თქმა უნდა, ყოველდღიურად არის მეთვალყურეობა, როდის გამოჩნდება „ომიკრონი” ქვეყანაში, ჯერჯერობით არ გამოჩენილა. იყო რამდენიმე საეჭვო შემთხვევა, რა თქმა უნდა, გამოკვლეულია ეს ყველა. ვნახოთ, ბოლო-ბოლო, რა თქმა უნდა, „ომიკრონი” გამოჩნდება.
ბოლო კვლევები გამოქვეყნდა გუშინ, ორი დოზა „ასტრაზენეკას“ ვაქცინასა და 1 დოზა „ფაიზერს“ აქვს დაახლოებით 71%-იანი დამცველობითი უნარი, ხოლო 3-ჯერ „ფაიზერით“ აცრას-დაახლოებით 75%-იანი დამცველობითი უნარი გააჩნია. სამწუხაროდ, ჩინურ ვაქცინებზე არ არის ჯერ კვლევა გამოქვეყნებული, ამიტომ ზუსტ ციფრებს ვერ მოგახსენებთ, ანუ 3 აცრა პრინციპში “ომიკრონისაგანაც” იცავს საკმაოდ ეფექტურად. რეკომენდაციები რჩება იგივე. თუ გვინდა ინფიცირებისაგან თავის დაცვა, ეს არის პირველ რიგში პირბადე, თუ გვინდა დაავადებისაგან თავდაცვა, ეს არის ვაქცინაცია. ეს არის ორი ძირითადი, რაც უნდა იყოს დაცული”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
კომენტარები