
სალომე ზურაბიშვილის ძმამ ოთარ ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი გამოსავალს ეძებდა, თუმცა, ოთარ ზურაბიშვილის შეფასებით, არსებულ პოლიტიკურ გარემოში ამ გამოსავლის პოვნა რთულია.
პრეზიდენტის ძმის პოზიცია იმგვარია, რომ ქვეყანაში ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ყოფნა რთულია.
„საკმაოდ რთულია იურიდიული საკითხები და არ ვიცი რას ნიშნავს სააკაშვილის შეწყალება იურიდიულად. ნამდვილად გამოკეთდა, ეს ვიცი, მაგრამ საჭიროა, რომ საბოლოოდ გამოკეთდეს. ვფიქრობ ცოტა რთულია ქვეყანაში ყოფილი პრეზიდენტი ციხეში იყოს. ვიცი, რომ ჩემი და ეძებდა გამოსავალს, რაც რთულია ამ პოლიტიკურ გარემოში. მოსახლეობის ერთ ნაწილს ახსოვს რა ძნელი პირობები გადაიტანა და სააკაშვილის შეწყალება შეიძლება მათთვის მიუღებელი იყოს. როცა არის გარდამტეხი პერიოდები და საჭიროა, რომ წინ წავიწიოთ, ძალიან რთულია გამოჩნდეს განსხვავება. ადვილი საკითხი არ არის. ხანდახან საჭიროა გარკვეული გამოსვლების გაკეთება, მაგრამ მერე მოდის მეტი ნიუანსი, რომელიც უფრო სწორია“, – აღნიშნა ოთარ ზურაბიშვილმა.
როგორც ცნობილია სალომე ზურაბიშვილის პოზიცია ექსპრეზიდენტის შეწყალებასთან დაკავშირეიბით შემდეგია: „არა და არასდროს“.
კომენტარები