ფოტო: CIA / AP
ოსამა ბინ ლადენის შვილი ჰამზა, 2001 წელს 11 სექტემბერს აშშ-ში ტერაქტის შემსრულებლის ქალიშვილზე დაქორწინდა. ამის შესახებ გაზეთ The Guardian-თან ინტერვიუში “ნომერი პირველი ტერორისტის” ოჯახის წევრმა ილაპარაკა.
“ჩვენ გავიგეთ, რომ ის მუჰამედ ატტის ქალიშვილზე დაქორწინდა. არ ვიცით, სად არის, – სავარაუდოდ, ავღანეთში”, – ჰყვება ბინ ლადენის ოჯახის წევრი. მისი თქმით, ჰამზა – ჯიჰადისტის ერთ-ერთი გადარჩენილი ცოლის შვილია. მას შემდეგ, რაც 2011 წელს, პაკისტანში ბინა ლადენი მოკლეს, მისი ვაჟი არაერთხელ გამოვიდა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და ისრაელის წინააღმდეგ.
გავრცელებული ინფორმაციით, ის ტერორისტული ორგანიზაცია “ალ ქაიდას” ლიდერის აიმან აზ ზავაჰირის მდივნის პოზიციას იკავებს. მუჰამედ ატის ქალიშვილზე მისი ქორწინება ნიშნავს იმას, რომ დაჯგუფების ნაწილები ერთმანეთთან თანამშრომლობენ და ის აგრძელებს არსებობას.
მანამდე გავრცელდა ბინ ლადენის დედის ინტერვიუ, რომელშიც ის აცხადებს, რომ მისი შვილი “მშვიდი ბავშვი იყო, სანამ უნივერსიტეტში არ შეხვდა ადამიანებს, რომლებმაც ტვინი გამოურეცხეს”.
კომენტარები