ჩინეთის ქალაქ უხანში, რომელიც ახალი კორონავირუსის ეპიცენტრი გახდა, ორთვიანი კარანტინის შემდეგ მეტრო ამუშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
ეპიდაფეთქების გამო უხანში 23 იანვრიდან კარანტინი იყო გამოცხადებული, შეიზღუდა სხვა ქალაქებთან გადაადგილება, ადგილობრივებს კი ქალაქის დატოვება აეკრძალათ. დროებით იყო შეჩერებული მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობაც.
ამჟამად აღდგენილია 184 სადგურის მუშაობა, სადაც თერმოსკრინინგის 200-მდე აპარატია განთავსებული. აკრძალულია ერთმანეთის გვერდით ჯდომა, რასაც თითოეულ მატარებელში მყოფი სპეციალური პირი გააკონტროლებს.
ამასთან 8 აპრილიდან უხანი გარე სამყაროსგან იზოლირებული აღარ იქნება და 2-თვიანი კარანტინი კარანტინი გაუქმდება. საკარანტინო რეჟიმი გაუქმდება ჰუბეის პროვინციის სხვა ქალაქებშიც.
კომენტარები