გიორგი მიქაუტაძე ფრანგულ კლუბ „მეცში“ დაბრუნდა. ინფორმაციას ფრანგული სპორტული მედია ავრცელებს „აიაქსზე“ დაყრდნობით, სადაც 23 წლის ქართველი აგვისტოში გადავიდა სათამაშოდ.
„ამსტერდამის „აიაქსში“ 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ წასვლიდან 6 თვის შემდეგ, სადაც მან ვერ შეძლო თავის დამკვიდრება, ქართველი შემტევი კვლავ „მეცში“ ბრუნდება იჯარით. ეს „მეცის“ შეტევისთვის შესანიშნავი გაძლიერებაა“, – წერს გამოცემა.
გიორგი მიქაუტაძეს წარმატება უსურვა მისმა უკვე ყოფილმა კლუბმა, აიაქსმა.
კომენტარები